კორპუსის არქიტექტურა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ელემენტია დეველოპერული და სამშენებლო ბიზნესის შემდგომ წარმატებაში. სწორი არქიტექტურული დაგეგმარება იძლევა საშალებას შეიქმნას ისეთ საცხოვრებელი სივრცეები, რომლებიც კარგად იქნებიან მომავალი მობინადრეების მოთხოვნებზე მორგებული და მაქსიმალური მოთხოვნით ისარგებლებებენ უძრავი ქონების ბაზარზე
მთავარი მიმართულებები კორპუსის არქიტექტურაში:
კომპანია არქიტექის გუნდი დაკომპლექტებულია მრავალპროფილური პროფესიონალებით, რაც საშუალებას გვაძლევს ყურადღება გავამახვილოთ წარმატებული არქიტექტურული პროექტის შესაქმნელ ყველა საჭირო მიმართლებებზე:
თანამედროვე დიზაინი და ურბანულ იერსახესთან შერწყმა:
ინოვაციური არქიტექტურული გადაწყვეტების დანერგვა თანამედროვე მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით
შენობის ფასადის ჰარმონიული ინტეგრაცია არსებულ ურბანულ განაშენიანებასთან
მდგრადი და ენერგოეფექტური არქიტექტურული გადაწყვეტების გამოყენება
გამწვანების ელემენტების ინტეგრირება (მწვანე სახურავები, ვერტიკალური ბაღები)
ბუნებრივი განათების მაქსიმალური გამოყენება
ბაზრის მოთხოვნების შესწავლა და სივრცეების დაგეგმარება:
საბაზრო კვლევების ჩატარება სამიზნე აუდიტორიის საჭიროებების დასადგენად
კომერციული ფართების ოპტიმალური განაწილება და ზომების განსაზღვრა
მოქნილი სივრცეების შექმნა, რომელთა ტრანსფორმაციაც შესაძლებელია საჭიროების მიხედვით
საერთო სარგებლობის სივრცეების ეფექტური დაგეგმარება
პარკირების ოპტიმალური გადაწყვეტების შემუშავება
შიდა ინტერიერის მოწყობის თანამედროვე მიდგომები:
ერგონომიული და ფუნქციური სივრცეების შექმნა
თანამედროვე ვენტილაციისა და გათბობა-გაგრილების სისტემების ინტეგრირება
ხმის იზოლაციის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა
უნივერსალური დიზაინის პრინციპების გათვალისწინება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის
საერთო სივრცეების მულტიფუნქციური დაგეგმარება
საკანონმდებლო შესაბამისობა:
მშენებლობის ნებართვების მოპოვებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება
უსაფრთხოების და სახანძრო ნორმების სრული დაცვა
სეისმური უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინება
გარემოსდაცვითი რეგულაციების დაცვა
სამშენებლო კოდექსთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
ტექნოლოგიური ინოვაციების ინტეგრირება:
ჭკვიანი შენობის სისტემების დანერგვა
ენერგოეფექტური გადაწყვეტების გამოყენება
განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრირება
თანამედროვე სამშენებლო მასალების გამოყენება
ციფრული მართვის სისტემების დანერგვა
სოციალური ასპექტების გათვალისწინება:
საზოგადოებრივი სივრცეების შექმნა
მწვანე ზონების ინტეგრირება
ბავშვთა გასართობი სივრცეების მოწყობა
სპორტული და დასასვენებელი ზონების დაგეგმარება
თემის შეკრების სივრცეების გათვალისწინება
ბაზრის ტექნდენციები
საქართველოს ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და მოთხოვნადია უძრავი ქონების მიმართლებით. იმისათვის რომ თქვენი კორპუსი მაქსიმალურად ჯდებოდეს ბაზრის მოთხოვნებში საჭიროა როგორც შიდა გეგმარების შექმნისას ასევე ფასადის ვიზუალზე მუშაობისას აქტიურად იყოს გამოყენებული არსებული ტენდენციები. არქიტექის ბაზრის კვლევითი გუნდი ყოველდღიურად მუშაობს და იკვლევს საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის დინამიკას და იყენებს მას ჩვენს ყოველდღიურ პრაქტიკაში:
ბინების ზომის კატეგორიები
პატარა ბინები (35 - 50 კვ.მ.)
ეს ერთეულები ხშირად არის გამოსადეგი მათი ხელმისაწვდომობის გამო და შესაფერისია მარტოხელებისთვის ან წყვილებისთვის.
ისინი შეადგენდნენ 2024 წლის დასაწყისში გაყიდვების დაახლოებით 15.9%-ს, რაც მცირედ შემცირებაა წინა წლებთან შედარებით.
საშუალო ზომის ბინები (51 - 80 კვ.მ.)
ეს ზომის დიაპაზონი კვლავ ყველაზე პოპულარულია, შეადგენს გაყიდვების დაახლოებით 62%-ს.
მათი სივრცისა და ხარჯეფექტურობის ბალანსი იზიდავს ოჯახებსა და ინვესტორებს, რომლებიც ეძებენ გამოსაქირავებელ შესაძლებლობებს.
დიდი ბინები (81 - 150 კვ.მ.)
წარმოადგენენ გაყიდვების დაახლოებით 26.9%-ს და ორიენტირებულნი არიან უფრო დიდ ოჯახებზე ან იმ ხალხზე, რომლებიც ეძებენ უფრო კომფორტულ საცხოვრებელ პირობებს.
დიდი ბინების მოთხოვნა თანდათანობით იზრდება, რადგან მეტი მყიდველი ეძებს კომფორტსა და დამატებით ოთახებს.
ძალიან დიდი ბინები (151 - 250 კვ.მ.)
ეს ელიტური ერთეულები შეადგენენ ბაზრის მცირე ნაწილს, დაახლოებით 1.5% გაყიდვებისა.
როგორც წესი, მათ ეძებენ შეძლებული მყიდველები, რომლებსაც სურთ მაღალი დონის საცხოვრებელი სივრცეები.
ბაზრის ტენდენციები
საშუალო ზომის ბინების ტენდენცია განპირობებულია მათი ხელმისაწვდომობითა და გამოქირავების სიმარტივით, რაც მიმზიდველს ხდის როგორც მყიდველებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის.
ბიუჯეტური სეგმენტის ბინების (1,000 დოლარზე ნაკლები/კვ.მ. ფასით) წილი კლებულობს ფასების ზრდის გამო, რაც იწვევს მყიდველების გადაადგილებას საშუალო დონის ვარიანტებზე, რომელთა ფასი მერყეობს 1,001-დან 1,500 დოლარამდე/კვ.მ.
შეინიშნება ახალი მშენებლობების მიმართ მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა, რაც ასახავს მომხმარებელთა პრიორიტეტების გადანაცვლებას თანამედროვე პირობებისა და დიზაინისკენ.
მშენებლობის ნებართვა და ურთიერთობა მუნიციპალურ ორგანოებთან:
საქართველოში სამშენებლო ნებართვის მიღების ეტაპები:
საწყისი კვლევა და ტერიტორიის ანალიზი:
ზონირების რეგულაციები: ჩვენ დეტალურად შევაფასებთ თქვენ მიწის არეალს და მოვიყვანთ თქვენს არქიტექტურულ პროექტს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში
ტერიტორიის შესაძლებლობები: მოგაწვდით ინფორმაციას მიწის რესურსებთან დაკავშირებით და ვუზრუნველყოფთ რომ თქვენი არსებული კოეფიციენტები მაქსიმალურად იყოს ათვისებული.
დოკუმენტების მომზადება:
საჭირო დოკუმენტაცია: ჩვენ მოვამზადებთ ყველა საჭირო დოკუმენტაციას კორპუსის მშენებლობის ნებართვის მისაღებად.
ინფორმაცია მიწის ნაკვეთისა და მისი საკუთრების შესახებ.
შენობის დანიშნულება და მისი გამოყენების მიზანი.
სამშენებლო ტექნიკური პარამეტრები.
მიწის ტოპოგრაფიული რუკები.
გენერალური განაშენიანების გეგმა
დეტალური არქიტექტურული ნახაზები და სტრუქტურული გეგმარებები.
ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების გეგმები, მათ შორის ევაკუაციის მარშრუტები და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები.
განაცხადის წარდგენა:
ნებართვის განაცხადი: არქიტექი წარადგენს შევსებულ განაცხადს ყველა საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად შესაბამის მუნიციპალურ ორგანოში.
უწყებების ინსპექტირება ტერიტორიაზე:
ინსპექტირების კოორდინაცია: ჩვენ გაგიწევთ კონსულტაციას მოსალოდნელი ინსპექტირებების და საჭირო უსადრთხოების ნორმების შესახებ.
ნებართვის გაცემა:
არქიტექი ჩართლი იქნება ნებართვის მოპოვების ყველა ეტაპზე, იშუამავლებს თქვენსა და მუნიციპალურ ორგანოს შორის, მოგიმზადებთ ყველა საჭირო დოკუმენტაციას და უზრუნველყოფნს რომ წარმატებით მოიპოვოთ მშენებლობის ნებართვა
შენობის რეგისტრაცია:
მშენებლობის დასრულების შემდგომ ჩვენ დაგეხმარებით კორპუსის ექსპულატაციაში მიღებაში და მოგიმზადებთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია
სახანძრო უსაფრთხოება:
კორპუსის არქიტექტურის შექმნისას ჩვენ ვითვალისწინებთ სახანძრო უსაფრთხოების ყველა სტანდარტსა და ნორმას. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებული სახანძრო უსაფრთხოების სფეროს ექსპერტების, რაც საშუალებას გვაძლევს პროექტი მოვიყვანოთ სახანძო სტანდარტების სრულ შესაბამისობაში:
1. სახანძრო უსაფრთხოების გეგმების შედგენა
დეტალური გეგმის შექმნა: ჩვენ მოგიმზადებთ სახანძრო უსაფრთხოების დეტალური გეგმას, რომელიც მოიცავს შენობის განლაგებას, ევაკუაციის მარშრუტებს და სახანძრო სისტემების განთავსებას.
2. შენობის დიზაინი
მასალების არჩევა: ჩვენ შეგირჩევთ და რეკომენდაციას გაგიწევთ თუ რომელი მასალები უნდა გამოიყენო, რომლებიც ხანძრის გავრცელებას აფერხებს და შესაბამისობაშა სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტებთან.
სართულების განლაგება: დაგიგეგმარებთ სართულთა განლაგებას, ლიფტის შახტებსა და კიბის უჯრედებს სახანძრო უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით.
3. სახანძრო სისტემების ინტეგრირება
სპრინკლერული და ალარმის სისტემები: ჩვენს პროექტებში გათვალისწინებულია ეფექტური სპრინკლერული და ხანძრის სიგნალიზაციის სისტემები, რომლებიც ავტომატურად რეაგირებენ ხანძრის შემთხვევაში.
4. ევაკუაციის მარშრუტების განსაზღვრა
არქიტექი მოგიმზადებთ საევაკუაციო გეგმას ყველა შენობისთვის და თითოეული სართულისთვის.